მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენი არჩევანი ევროპაა” – გაფიცვის მეორე დღე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

“ჩვენი არჩევანი ევროპაა” – გაფიცვის მეორე დღე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გაფიცვის მეორე დღე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სტუდენტები რუსულ კანონს აპროტესტებენ და ლექციებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ხელისუფლება დღეს იმ კანონპროექტის დაკანონებას გეგმავს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია.

“არ გვინდა რუსეთში ცხოვრება, ჩვენი არჩევანი ევროპაა, ნუთუ ასეთი რთულია ხელისუფლებამ ხალხის, სტუდენტების და ზოგადად სხვადასხვა თაობის ხმა გაიგოს?!” – ამბობს გაფიცული სტუდენტი.

კომენტარები