ისტორია გრძელდება ერთობით და ერთმანეთის გვერდში დგომით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე წერს.
“გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ვარ ამაყი და ბედნიერი, რადგან ვარ ამ გუნდის ნაწილი. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ამ ბედნიერებასა და სიხარულს იმსახურებს! ისტორია გრძელდება ერთობით და ერთმანეთის გვერდში დგომით. მე ვარ საქართველო“, – წერს ბუდუ ზივზივაძე ინსტაგრამზე.
საქართველოს ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
ქართველი ფეხბურთელები მერვედფინალში ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს გაიმართება.
კომენტარები