ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირთან, ე.წ. კეჩის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოები ნარჩენებით არის სავსე.
ადგილობრივების თქმით, პერიმეტრი რამდენჯერაც გაწმინდეს იმდენჯერ დაბინძურდა, რადგან იქვე ბაზარი და ბაზრობაა და მოქალაქეები პოლიეთილენის ბოთლებს იქვე აგდებენ.
“ჩვენ ამის გაწმენდით დავიღალეთ, აქ უკვე ხელისუფლების ხელია საჭირო. რომელიც ან კამერას დააყენებს და დააწერს, რომ ნაგვის დაყრა არ შეიძლება ან რაიმეს. სირცხვილია, ანტისანიტარია გვახრჩობს”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები