“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ, ქუთაისში არსებულ საარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით მედიისთვის ბრიფინგი გამართა.
თევდორაძემ ქუთაისელებს კიდევ უფრო მეტი აქტივობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ამ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.
“მინდა კმაყოფილებით განვაცხადო რომ უკვე სახეზეა “ქართული ოცნების” კონსოლიდირებული პროტესტი და ამაზე მეტყველებს რიგები საარჩევნო უბნებზე და ნირწამხდარი ქუჩის “შპანა”, რომელიც დგას საარჩევნო უბნების წინ. ჩვენ ვიმარჯვებთ დამაჯერებლად ამ არჩევნებში.
მინდა მივმართო ყველა ქუთაისელს, რომ გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ გამარჯვებაში და გავაფორმოთ ეს გამარჯვება.
ქუთაისი აუცილებლად იქნება საპარლამენტო დედაქალაქი, საქართველო იქნება ევროპის ქვეყანა.
რაც შეეხება დარღვევებს ამ ეტაპზე 30-ზე მეტი საჩივარია დაწერილი ჩვენი დამკვირვებლების მიერ. დარღვევებზე მეტყველებს ქუჩის “შპანა”, რომელიც უბნებზეა მობილიზებული, თუმცა ამას არსებითი გავლენა ვერ ექნება არჩევნების შედეგებზე”,- განაცხადა თევდორაძემ.
კომენტარები