ცაგერის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისის მერის მოადგილედ დაინიშნა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, უფლებამოსილების განხორციელებას ის უკვე დღეიდან შეუდგა.
მამუკა ხიმშიაშვილი 2023 წლის მაისიდან ცაგერის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ცაგერის მერი ლევან ზალკალიანი იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა.
კომენტარები