მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა

სასტიკი მკვლელობა ლეჩხუმში – ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია.

პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.

როგორც “ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმის მკვლელობისთვის დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს სავარაუდოდ, დღის განმავლობაში წარუდგენენ.

კომენტარები