მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა და “ოცნებას” 53.93% დაუწერა

ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა და “ოცნებას” 53.93% დაუწერა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” 53.93% მიიღო.

“ოცნების” მანდატების რაოდენობა 89, “კოალიცია ცვლილებისთვის” 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” 10.17%, მანდატების რაოდენობა 16, კოალიცია “ძლიერი საქართველო” 8.81%, მანდატების რაოდენობა 14,  “გახარია საქართველოსთვის” 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.

სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. სხდომის დროს მოხდა ინციდენტიც, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ სხდომის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, რის გამოც სხდომა რამდენიმე ხნით შეწყვეტილი იყო.

კომენტარები