მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ცესკოს თავმჯდომარე ქუთაისში არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო

ცესკოს თავმჯდომარე  ქუთაისში არჩევნების მიმდინარეობას გაეცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შუალედური არჩევნების მიმდინარეობას ქუთაისში, 36-ე საარჩევნო უბანზე გაეცნო.

გიორგი კალანდარიშვილთან ერთად პროცესს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

აღნიშნული მიზნით ქვეყანაში 21 საერთაშორისო სადამკვირვებლო და 12 საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი იმყოფება.

ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, შუალედური არჩევნები ქვეყნის მასშტაბით, 10 მუნიციპალიტეტში, 165 საარჩევნო უბანზე იმართება.

მისივე თქმით, პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები