მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება

ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება

ხონში დაფიქსირებული ცოფის გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდება, – ამის შესახებ ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილია, ხონის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. შემთხვევა 18 მაისს მოხდა, დღეს კი ცხოველის ლეშს ცოფი დაუდასტურდა.

დაკბენილ ბავშვებს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა ერთ ბავშვს, სხვა დაავადების გამო, იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატი ვერ გაუკეთდა. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

კომენტარები