მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა, ყოველ წამს ნანგრევებში მოყოლას ველოდებით”, – ზესტაფონელები დახმარებას ითხოვენ

“ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა, ყოველ წამს ნანგრევებში მოყოლას ველოდებით”, – ზესტაფონელები დახმარებას ითხოვენ

ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ კორპუსი სიცოცხლისთვის სახიფათოა.

შენობაში კედლები დაბზარულია, მოსახლეობა პანიკაშია, ადგილობრივებს კი ყურადღებას არავინ აქცევს.

აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ფარგლებში, გვირაბების გაყვანა მიმდინარეობს, მიწისქვეშა ბიძგები კი იმდენად ძლიერია, რომ კორპუსები და საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა.

ადგილობრივები სპეციალური კომისიას გამოყოფასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებას ითხოვენ. მათ დახმარებისთვის პრეზიდენტსა და პრემიერს მიმართეს.

“ყოველდღიურად იბზარება და ზეგავლენას ახდენს აფეთქებითი სამუშაოები. გამოიყოს კომისია, შესაბამისი სტრუქტურები, არსებობს სახელმწიფო შრომითი უსაფრთხოების კომისია, ჩამოვიდნენ, ნახონ რა ზიანი გვადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ, გვაცნობონ მოსახლეობას, დაეკონტაქტონ ჩვენ ადვოკატებს და დაელაპარაკონ. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, მშენებლობა გაჩერდეს, ვითხოვთ ადეკვატურ პასუხს. თვეებია, ვითხოვთ, შრომითი უსაფრთხოების სამსახური მოვიდეს, მოდის კერძო, რომელიც არ გვაწყობს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურას მივმართავ, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს”, – ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივებს გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები