მთავარისაზოგადოებასლაიდი

“ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ცხოვრებისეული სირთულეები გადამელახა,”- ჯენი კვანტალიანი

“ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ცხოვრებისეული სირთულეები გადამელახა,”- ჯენი კვანტალიანი

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ჯენი კვანტალიანია. 

სახელი: ჯენი.

გვარი: კვანტალიანი.

სამუშაო ადგილი: აჭარის ტელევიზია.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი…ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი მსახიობი, თუმცა  ჟურნალისტიკაც ძალიან ჰგავს. ამ პროფესიაშიც პირადი ემოციების მართვა და სიტუაციების ლავირებაა საჭირო.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს…განსხვავებული დღის წესრიგი, სიახლეების და საინტერესო ადამიანების მოძიება.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ…დაწესებული სტანდარტები არ უნდა დარღვეულიყო.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… ძალიან ბევრია, ყველაზე მძიმედ ბოლო ტრაგედია, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა და დაღუპულთა ამოყვანის პროცესის პირდაპირ ეთერში გაშუქება მახსენდება.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… იუმორს, სტაბილურობას და მოსმენის უნარს.

მჯერა, რომ…ჩემი შვილი ჩემით იამაყებს.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში…პოზიტიური განწყობა, საკუთარი თავის რწმენა ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ ცხოვრებისეული სირთულეები გადამელახა და ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში…რთულად ვპატიობ.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის…მუსიკის, ახლო ადამიანების და საკუთარი თავის რწმენის გარეშე ვერ ვიარსებებ.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ…მქონოდა ტყეში სახლი, მყოლოდა უამრავი ცხოველი და ბავშვებს შეძლებოდათ მათი ერთ სივრცეში მონახულება.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო…ევროპის რომელიმე ქვეყანაში და გავატარო დაუვიწყარი შვებულება.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე…სხვისი აზრების კითხვა ალბათ, ყველაზე უცნაური და საინტერესო იქნებოდა ჩემთვის.

ამოჩემებული სამოსი…ერთი კონკრეტული არ მაქვს, სტილსაც სხვადასხვას ვარჩევ ხასიათის მიხედვით.

ყველაზე ხშირად მავიწყდება…რომ ცხოვრება დროებითია.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის …„აუუუ , რა მიყუუუარს“.

ადრე ვფიქრობდი, რომ…არ ვიფიქრებდი იმაზე, რაზეც დღეს ვფიქრობ.

ახლა ვფიქრობ, რომ…სამყაროში – ქალი ყველაზე ძლიერი გამოგონებაა ღმერთის… საოცარი ემოციების, ზრუნვის და აღმოჩენების თავმოყრაა კაცისთვის გამოკლებულ ერთ ნეკნში.

თავისუფალ დროს…ვატარებ ჩემს ადამიანებთან, ბევრს ვმოგზაურობ, მიყვარს ახალი ადგილების და საინტერესო ადამიანების აღმოჩენა.

მეშინია...ტყუილის და ახლო ადამიანების დაკარგვის.

ვტირი მაშინ, როდესაც…ძალიან მტკენენ გულს ან რაღაც ძალიან მიხარია. ზოგადად ემოციური ვარ, გამოხატვაც ბოლომდე მჩვევია.

მრცხვენია მაშინ, როდესაც…უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდები.

ყველაზე მეტად მიყვარს…სიცოცხლე მიყვარს ყველაზე მეტად, რომელმაც კესანე მაჩუქა და ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი შემომინახა.

არასოდეს გავაკეთებ… მარაზმ სიუჟეტს კოლეგებზე, ხაშს და“ ფულს.“

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ…სათქმელს ყოველთვის ვამბობ.

სიყვარული არის… ყველაფერი.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ…როდესაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა კესანე და გავხდი დედა.

როდესაც ცუდად ვარ…არავინ იცის როგორი ვარ ამ მდგომარეობაში, ასეთს მხოლოდ მე ვხედავ საკუთარ თავს.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… რომელი მუსიკა ჩამერთო დილის რუტინის პარალელურად.

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის…როდესაც ისეთ ადამიანთან დავხარჯე დრო, ვინც ამას არ იმსახურებდა

პირად ურთიერთობებში ვარ… მრავალფეროვანი.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც…ჯენი კვანტალიანი, გოგონა, რომელსაც სიცილი და ფერები ძალიან უყვარდა.

კომენტარები