ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. მიზეზი მიწის სიღრმეში აღმოჩენილი არტეფაქტებია.
არტეფაქტების ფოტოებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქეთი ბერძენიშვილი ავრცელებს.
“ეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი ქუთაისის არტეფაქტებია. გვირაბები, თაღები, ძველი აგური და თიხის ნარჩენები. ამ აგურს თუ მთლიანად არ დატეხავენ და ფრთხილად დაშლიან, შემდგომ მისი კარგად გამოყენება შეიძლება. და ისე, ძალიან მაინტერესებს, ამ აღმოჩენას რა ბედი ეწევა შემდგომში რეაბილიტაციისას”, – წერს ქეთი ბერძენიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არტეფაქტები რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინეს, არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დრომდე არ უსაუბრიათ რა სახის აღმოჩენაა და რა ბედი ეწევა არტეფაქტებს.
კომენტარები