ქუთაისის საკრებულოში პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი ელეონორა არჩაია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოქალაქეებს მიმართავს და სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავლისთვის და არჩევანი მკაფიოა.
“არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ დაჭერით გვემუქრებიან, მინდა მოგმართოთ და მოგიწოდოთ სრული მობილიზაციისკენ.
26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს თითოეული მოქალაქის მომავლისთვის. არჩევანი არის მკაფიო – ან ვირჩევთ დემოკრატიულ, ძლიერ და განვითარებულ საქართველოს ან ვბრუნდებით რუსულ ორბიტაზე.
თქვენი ხმა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ცვლილებები მოგვიტანს დამოუკიდებელ სასამართლოს, პროკურატურას, პოლიციას. უკეთეს შრომით უფლებებს, ღირსეულ სამუშაო პირობებს და მინიმალურად გარანტირებულ ღირსეულ შემოსავალს. გვექნება ქვეყანა, სადაც მშიერი ბავშვები არ არიან, ყველას აქვს განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების და ბედნიერებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა.
ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დასრულდება ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა და ყველა ის მანკიერება, რასაც “ოცნების” ხელისუფლება ბოლო წლებია, იყენებს.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტივობა. ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ძვირფასია, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ არჩევნებზე, ასევე დაარწმუნოთ თქვენი ნათესავები და მეგობრები და მყარად დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.
გააფერადეთ ნომერი 25 გახარია საქართველოსთვის.
საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია! შევხვდებით შაბათს, 26 ოქტომბერს”, – აცხადებს ელეონორა არჩაია.
კომენტარები