ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც გადაეგზავნება პარლამენტს.
“ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები