ძლიერმა ქარმა პრობლემები ზესტაფონშიც შექმნა. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის ცენტრში მოგლეჯილი ასწლოვანი ხე ავტომობილს დაეცა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემსრულებელმა კომპანიამ ხეებს ფესვები ჩაუჭრა, რის გამოც ძლიერი ქარის დროს ხე მდგრადობას ვერ ინარჩუნებს და იქცევა.
ქარის შედეგად ხეები მოგლეჯილია ქუთაისშიც, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა, დაშავდა ერთი ადამიანი.
კომენტარები