მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წაღებულია გარკვეული თანხა, ასევე სიგარეტი” – ქუთაისში “ფემილის” მაღაზია გატეხეს

“წაღებულია გარკვეული თანხა, ასევე სიგარეტი” – ქუთაისში “ფემილის” მაღაზია გატეხეს

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, უცნობმა პირებმა მაღაზიათა ქსელ “ფემილის” ობიექტი გატეხეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ შედიან უცნობი პირები მაღაზიაში და თამბაქოს იპარავენ.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული თანხაც. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

ქუთაისში ბიზნესი დახმარებას ითხოვს და გაზრდილ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობენ.

“დღეს დილით გატეხილი დაგვხვდა ობიექტი, წაღებულია გარკვეული თანხა, ასევე სიგარეტი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ძალიან ბევრი ფაქტია ასეთი და უმოკლეს დროში. ხდება გატეხა კარების, შემდეგ შეამტვრიეს საწყობის კარებიც”, – აცხადებს მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

კომენტარები