მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წელიწადნახევრის შემდეგ პირველად საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

წელიწადნახევრის შემდეგ პირველად საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში არცერთი კოვიდინფიცირებული არ გარდაიცვალა.

უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2020 წლის 20 სექტემბერს დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს ჯამში 16 765 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში დღეს კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 81 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 10 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 22 625 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 324 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 721 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%

 

კომენტარები