მთავარიახალი ამბებიიმერეთი

წვიმის გამო ქუთაისში “ქართული ოცნების” ღონისძიების ადგილი შეიცვალა

წვიმის გამო ქუთაისში “ქართული ოცნების” ღონისძიების ადგილი შეიცვალა

“ქართული ოცნება” ქუთაისის სპორტის სასახლეში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას მართავს.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო, თუმცა წვიმის გამო პარტიამ სპორტის სასახლეში გამართვა გადაწყვიტა.

შეკრებილებს “ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.

სახელისუფლებო პარტიას  რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ათასი, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი ჰყავდა ჩამოყვანილი, თუმცა ყველა მათგანი შენობაში ვერ დაეტია და მობილიზებულების უმეტესობამ შეკრების ადგილი ისე დატოვა, რომ ღონისძიებაზე ვერ მოხვდა.

დახურულ შეხვედრაზე მედიისა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები არ შეუშვეს.

კომენტარები