მთავარიახალი ამბებისლაიდი

“წლების მანძილზე ქუთაისში, დეპოს ქუჩის მოსახელობას ღია ტიპის საკანალიზაციო სისტემის პირობებში უწევს ცხოვრება”

“წლების მანძილზე ქუთაისში, დეპოს ქუჩის მოსახელობას ღია ტიპის საკანალიზაციო სისტემის პირობებში უწევს ცხოვრება”

პარტია “საქართველოსთვის“ ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია დეპოს ქუჩის საკანალიზაციო სისტემის მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრას ითხოვს.

როგორც არჩაია სოციალურ ქსელში წერს, ამ მოთხოვნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე კანცელარიაში განცხადება უკვე შეიტანა.

“დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე კანცელარიაში შევიტანე განცხადება, რომელშიც ვითხოვ დეპოს ქუჩის საკანალიზაციო სისტემის მოუგვარებელი პრობლემის გადაჭრას.

წლების მანძილზე დეპოს ქუჩის მოსახელობას ღია ტიპის საკანალიზაციო სისტემის პირობებში უწევს ცხოვრება, რაც გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს უქმნის მათ.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრობლემა გადაუჭრელი რჩება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი სამსახურები გამოიჩენენ სათანადო ყურადღებას და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე პრობლემას უმოკლეს დროში მოაგვარებენ“,- წერს ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები