მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წლები გადის, პრობლემა კი უცვლელად გვაწუხებს” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

“წლები გადის, პრობლემა კი უცვლელად გვაწუხებს” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

“წლები გადის, ბავშვები იზრდებიან, მოხუცები გარდაიცვალნენ, ეს პრობლემა კი ჩვენი დასახლებისთვის ისევ უცვლელად აწუხებს”, –  ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა, მათი დასახლების მიმდებარედ  ნაგავსაყრელის გაუქმებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, წელიწადის ოთხივე დროს, ადგილზე უმძიმესი  ტოქსიკური სუნია, რის გამოც ცხოვრება მათთვის გაუსაძლისად იქცა.

მოსახლეობის თქმით, დასახლებაში ასევე გაზრდილია ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანების რაოდენობაც.

“ჩვენ არც  ზაფხული ვიცით და არც ზამთარი,  მნიშვნელობა არ აქვს წელიწადის რა დროა, ფანჯრებს ვერასოდეს ვაღებთ. აი, ენით ვერ აღწერ ისეთი  მძაფრი და სპეციფიკური სუნი  დგას მთელ  დასახლებაში. ნიკეაზე ვცხოვრობთ ადამიანები, რომლებიც სუნთქვა ჰაერის სუნთქვაზეც კი ვოცნებობთ”, – აცხადებს ადგილობრივი მიხეილ მანაგაძე.

ქუთაისში, გასული დღეების განმავლობაში მოსახლეობამ  ნაგავსაყრელის შესასვლელთან აქცია გამართა.

კომენტარები