მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წლის კომპანიებისა და ადამიანების დაჯილდოვება 2021

წლის კომპანიებისა და ადამიანების დაჯილდოვება 2021

ქუთაისში სამედიცინო საზოგადოების მადლიერების საღამო გაიმართა. სამედიცინო სფეროს წარმოადგენლებს მადლობა იმ ბრძოლისათვის გადაუხადეს, რასაც ისინი პანდემიის წინააღმდეგ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აკეთებენ.

მედიკოსებს “სიცოცხლი მცველის” ნომინაცია და შესაბამისი ჯილდო გადაეცათ.

დაჯილდოვების ცერემონია რეგულაციების დაცვით, ქუთაისში, რესტორან “რეროში“ გაიმართა. ღონისძიებას ხელისუფლების, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მადლიერების საღამო საინფორმაციო სააგენტოების ქსელისა და ავეჯის სახლ “ნიტას“ ორგანიზებით შედგა.

“სიცოცხლის მცველის” ნომინაცია გადაეცათ შემდეგ მედიკოსებსა და სამედიცინო დაწესებულებს:

ნოდარ მაღლაფერიძე – “ლჯ და კომპანიას“ სამედიცინო დირექტორი;

მირიან ჭეიშვილი – “ლჯ და კომპანიას“ დამფუძნებელი;

მარინა ბარათაშვილი – “კლინიკა ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი;

თეონა ლორთქიფანიძე – “კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების მეან-გინეკოლოგი;

ტარიელ კუხიანიძე -“კლინიკა ბომონდის“ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;

დავით ჯანაშია – რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი;

ანჟელა ორჯონიკიძე – დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი;

ფატი ქავთარაძე – დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მთავარი მედდა;

ლევან ფორჩხიძე – ექიმი, სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალუქსი”;

ნატალია კვანტალიანი – ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;

ქეთევან ჯუღელი – ოჯახის ექიმების ტრენერი;

ევროპის ოჯახის ექიმთა მასწალებლების ასოციაციის წევრი სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალის ბრიგადა შემადგენლობით: პარამედიკოსი გიორგი გაბედავა, მედდა ნინო რუხაძე და მძღოლი ნიკოლოზ კვანტალიანი;

ასევე, “სიცოცხლის მცველის” ნომინაცია მიენიჭა ვირუსის შედეგად გარდაცვლილ ცნობილ ექიმს მამუკა ნემსიწვერიძეს.

ტრადიციულ დაჯილდოვების ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდნენ წარმატებული კომპანიები და ადამიანები. “წლის რესტორნის” ნომინაცია რესტორან “რეროს“ გადაეცა, “წლის დიზაინერი სადღესასწაულო კომპანია “Flowers Lowers” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნათია გურეშიძე, “წლის საკონდიტრო” -“რაფაელო”, წლის მეღვინე – გაიოზ სოფრომაძე, ხოლო “წლის სამოქალაქო აქტივისტი” ნატო დანელია გახდა.

“განსაკუთრებით ამაყი ვარ დღეს, რადგან ვარ იმ დღესასწაულის მონაწილე და შემქმნელი, რასაც ჩვენი გმირი ექიმების, ჩვენი სამედიცინო საზოგადოების მადლიერების საღამო ჰქვია. ამაყი ვარ, რადგან ქუთაისი, ჩვენი 3500-წლიანი ისტორიის და უდიდესი კულტურის მქონე ქალაქი ქედს იხრის ჩვენი ძვირფასი სამედიცინო საზოგადოების წინაშე და ამგვარი ფორმით უხდის მათ მადლობას იმ თავდადებული და დაუღალავი ბრძოლისათვის, რასაც ექიმები, ექთნები და ექთნის დამხმარეები ორი წელია პანდემიის წინააღმდეგ და სიცოცხლის გადასარჩენად გადიან”, – ამბობს ავეჯის სახლ “ნიტას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მირანდა ხეცურიანი.

“დაჯილდოვების ყოველწლიურ, ტრადიციულ ღონისძიებაზე ჩვენ ვაჯილდოვებთ სხვადასხვა სფეროს წარმატებულ, გამორჩეულ და სხვებისთვის მისაბაძ ადამიანებსა და კომპანიებს. გამომდინარე იქედან, რომ ორი წელია, მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა პანდემიას ვებრძვით, მიმდინარე წელს ღონისძიება ოდნავ შეცვლილი ფორმატით ჩატარდა და ის მთლიანად მიეძღვნა სამედიცინო საზოგადოებას – ჩვენს გმირ ექიმებს, ექთნებს და ექთნის დამხმარეებს, ადამიანებს, რომლებიც პანდემიის პირველივე დღიდან იბრძვიან ჩემი, თქვენი, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლის გადასარჩენად და თამამად ვიტყვი – არიან სიცოცხლის მცველები”, – ამბობს “წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვების” ერთ-ერთი ორგანიზატორი ქრისტი ქარჩხაძე.

“მინდა მივმართო იმ კომპანიებს, იმ პიროვნებებს, რომლებიც შეცვლილი ფორმატის გამო, მიმდინარე წლის დაჯილდოვების ღონისძიებაში ვერ ჩაერთვნენ. ბატონებო და ქალბატონებო! ტრადიციული დაჯილდოვების ღონისძიება მომავალ წელს უფრო მეტი სიახლით, მეტი პომპეზურობით, მასშტაბურობით გაიმართება და ბუნებრივია, წახალისების გარეშე არ დარჩება არც ერთი კეთილსინდისიერი და ღირსეული კომპანია თუ პირი”,-აცხადებს “წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვების” ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი ვაჩიბერაძე.

ღონისძიების ამსახველი ყველა ფოტო დღის ბოლოს გავრცელდება.

 

კომენტარები