მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წულუკიანის მინისტრად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გელათის კრიზისის პარტიული პოლიტიკით მოგვარება იყო”

“წულუკიანის მინისტრად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გელათის კრიზისის პარტიული პოლიტიკით მოგვარება იყო”

ბევრი საერთაშორისო დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ გელათი არის უმძიმეს მდგომარეობაში და არაფერი მოგვარებულა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წულუკიანი შეინარჩუნებს იმედს იმ მიმართულებით, რომ თუ კი მათთვის სასურველი შედეგი დადგება არჩევნებზე, რაც იქნება ამ ქვეყნისთვის საბოლოო განაჩენი, ის დაუბრუნდება რაიმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას.

“წულუკიანის მინისტრად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გელათის ირგვლივ შექმნილი კრიზისის პარტიული პოლიტიკით მოგვარება იყო. როგორ მოგვარდა ეს ამბავი, ამაზე მიუთითებს ბევრი საერთაშორისო დასკვნა, რომელიც ასევე მიუთითებს გელათის უმძიმეს მდგომარეობას. წულუკიანი, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს იმედს იმ მიმართულებით, რომ თუ კი მათთვის სასურველი შედეგი დადგება არჩევნებზე, რაც იქნება ამ ქვეყნისთვის საბოლოო განაჩენი, ის დაუბრუნდება რაიმე ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას“, – განაცხადა  თორნიკე ბარათაშვილმა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში მე-6 ადგილს იკავებს, თანამდებობა დატოვა.

“ამ 3 წლის განმავლობაში – თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები