მთავარიახალი ამბებიიმერეთი

წყალტუბოს მერიამ 6 თვეში 30 434 ლარის საწვავი გახარჯა

წყალტუბოს მერიამ 6 თვეში 30 434 ლარის საწვავი გახარჯა

წყალტუბოს მერიამ მიმდინარე წლის 6 თვეში 30 434.31 ლარი საწვავი გახარჯა.

წყალტუბოს მერიის საწვავის ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ გახარჯული იქნა 11539.42 ლიტრი საწვავი.

“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის  მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად, რაზე და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები