წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის ფოტოაპარატის და პროექტორის შესასყიდად 22 500-ლარიან ტენდერს აცხადებს.
ტენდერის მიხედვით ფოტოაპარატისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი, პროექტორზე კი 2500 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა აღნიშნული ტექნიკა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა იყიდოს.
კომენტარები