მთავარიახალი ამბებიიმერეთი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა.

ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ცნობილია, რომ ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

დაზარალებული ქალის ინტერესებს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე იცავს.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები