წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში, შვილის მიერ მამაზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყების პრესსამსახურში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
დაკავებულია თუ არა სოფლის გამგებელი ამ დროისთვის უცნობია.
82 წლის გივი სულაბერიძე აცხადებს, რომ შვილმა, სოფელ ცხუნკურის გამგებელმა მერაბ სულაბერიძემ სცემა.
მისივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც შვილმა ქვა ჩაარტყა.
“ჩემმა შვილმა თავში ქვა ჩამარტყა, ერთი ქვა ახლაც ეზოში აგდია, მეორეს კი სისხლის კვალი ეტყობა, ტანსაცმელი სულ სისხლით იყო დასვრილი. გამგებელია, მაგის გამგებლობა არ გაიშვას”, – აცხადებს გივი სულაბერიძე,
მამაკაცმა თავად გამოიძახა სასწრაფოც და პატრულიც. ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
გივი სულაბერიძე ამბობს, რომ შვილთან პოლიტიკური უთანხმოებაც ჰქონდა.
კომენტარები