მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს”

“წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს”

“წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს და აქედან 27 მლნ ლარი უკვე დაერიცხათ” – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ომანაძემ “ქართულ ოცნებას” საკუთარი სახელით 120,000 ლარი, ხოლო ერთ-ერთი კომპანიის სახელით 15,000 ლარი შესწირა

“ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო საკრებულოში, ხოლო 2014-2017 2023-2024 წლებში მისმა კომპანიებმა 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, საიდანაც 27 მილიონი ლარი უკვე დარიცხულია კომპანიების ანგარიშებზე.

ჯეირან ომანაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველიცაა – საკუთარი სახელით მან პარტიას 120,000 ლარი, ხოლო ერთ-ერთი კომპანიის სახელით 15,000 ლარი შესწირა.

საკრებულოს წევრისა და მის მიერ მოგებული მილიონობით ღირებულების ტენდერების შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ 2020 და 2022 წლებშიც წერდა”, – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

კომენტარები