მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს

წყალტუბოს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს

წყალტუბოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად უკრაინის დროშა გაშალეს და ომის ზღვარზე მყოფ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ახლა ხელისუფლების დუმილი დანაშაულია, “ოცნების” ხელისუფლება კი რუსეთის არგაღიზიანების გამო, უკრაინას სოლიდარობას არ უცხადებს.

ამერიკამ და ნატოს წევრმა სხვა ქვეყნებმა უკვე უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას, რომელიც რუსეთისგან მორიგი თავდასხმისა და ომის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას აწვდიან როგორც ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალებს, ასევე ფულს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინა ახალა სრულიად სხვა სიბრტყეზე გადავიდა და მიუახლოვდა ალიანსს. საქართველოში კი არ ცხრება დისკუსია ხელისუფლების პასიური, თავშეკავებული პოზიციისა და უკრაინის მეტი მხარდაჭერის საჭიროების გარშემო.

საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას არ იზიარებს და გადადგმული ნაბიჯებით კმაყოფილია.

კომენტარები