წყალტუბოში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისი გაიხსნა.
მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, მოსახლეობის მასობრივი გადინება, კორუფცია და ნეპოტიზმი – ეს ის თემებია, რომლის შესახებაც წყალტუბოელებმა დღეს კოალიციის ლიდერებთან ისაუბრეს.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერების თქმით, ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია.
“ძალიან მიხარია, რომ შტაბის გახსნას ამდენი ადამიანი, ამდენი წყალტუბოელი ესწრება, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი, ცვლილებები უკეთესობისთვის. ხალხის ინტერესის ასახვა უნდა მოხდეს 27 ოქტომბრიდან”, – განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელია.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისი დღეს ზესტაფონშიც გაიხსნება, რის შემდეგაც კოალიციას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში რეგიონული ოფისი ექნება.
კომენტარები