წყალტუბოში, სახელისუფლებო პარტიამ, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის გამარჯვება “ქართული ოცნების” პარტიულ ფერებში გაფორმებული ტორტით, ჩანგლებითა და ფოიერვერკით აღნიშნა.
სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 58% მიიღო. ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ზაზა მეტრეველმა კი 42.83 % მიიღო.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის რეგიონში არჩევნების მეორე ტური წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში ჩატარდა.
კომენტარები