წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ოჯახში დავა დაჭრით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, რომელიც შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა.
ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.
კომენტარები