მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოში საკანალიზაციო ჭის თავსახურების მოპარვა დაიწყეს

წყალტუბოში საკანალიზაციო ჭის თავსახურების მოპარვა დაიწყეს

წყალტუბოში ავტომობილების გაქურდვის შემდეგ, საკანალიზაციო ჭის თავსახურების მოპარვა დაიწყეს.

ქალაქში გაზრდილ კრიმინალზე ადგილობრივები საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

საკანალიზაციო ჭის თავსახურების მოპარვის გამო, მოსახლეობა აცხადებს, რომ არის საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივებმა დაზიანებები მიიღონ.

“წყალტუბოში კრიმინალი ძალიან გაზრდილია. ასეთი მძიმე მდგომარეობა მუნიციპალიტეტში არასოდეს ყოფილა. ხალხს გვეშინია ქუჩაში, ეზოში და ბინის წინ მანქანის დაყენება.

დაწყებულია აკუმულატორების მოპარვაც. არ ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთი უუნარო არასოდეს ყოფილა”, – აცხადებს ადგილობრივი ნინელი მოსიძე.

კომენტარები