წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები