მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.

“ეს იყო პირადული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ვისაც ვუთხარი მოშიმშილეებს ყველა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე მინდა ამით ყველას დავანახო, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ”, – განაცხადა პროტესტის მონაწილემ.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. უკვე მე-13 დღეა, რაც მაღაროები გაჩერებულია.

გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, მერიასთან არიან შეკრებილი და პერიოდულად ქალაქის ქუჩებში მსვლელობებს მართავენ.

მე-7 დღეა, დასაქმებულების ნაწილი შიმშილობას განაგრძობს.

მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელფასები 40%-ით გაზრდა; სამუშაო პირობების გაუმჯობესება; უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

კომენტარები