შიმშილობის მე-12 დღეს ჭიათურაში კლინიკაში კიდევ ერთი მოშიმშილე მაღაროელი გადაიყვანეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გუშინ ერთ-ერთი მოშიმშილის გადაყვანა გახდა საჭირო.
ჭიათურელი მაღაროელები 17 დღეა, გაფიცული არიან. მათი მოთხოვნა ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურების გაზრდაა.
მათი ნაწილი აქციებს თბილისში, პარლამენტთან მართავს, საკანონმდებლო ორგანოსთან ასევე 4 მაღაროელი შიმშილობს.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ ვენები გადაიჭრა, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.
კომენტარები