ჭიათურაში მასშტაბური აქციები გრძელდება. მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებული მაღაროელები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერიასთან არიან შეკრებილი და პერიოდულად მსვლელობებს ქალაქის ქუჩებში მართავენ.
პარალელურად მე-6 დღეა, შიმშილობას განაგრძობენ კარავში მყოფი დასაქმებულები, მათ შორის ერთ-ერთს მეორე დღეა, პირი აქვს ამოკერილი.
გაფიცულების თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და პირობები გაუმჯობესდება.
კომენტარები