მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ჭიათურაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტია დატოვეს

ჭიათურაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტია დატოვეს

ჭიათურაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები – გოგი ჩიკვილაძე, სიმონ ჯაფარიძე, ქეთი ცხოვრებაძე, ზურაბ კეთილაძე და ილიკო ჩიკვილაძე “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებენ.

აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე დღის წინ  “ნაციონალური მოძრაობის”  თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდეს, მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა არ დატოვა, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

“პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი თავმჯდომარის არჩევის პირველივე კვირიდან, შეიქმნა კრიზისი, პოლიტსაბჭოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მას შემდეგ, მხოლოდ მწვავდება. პარტიის თავმჯდომარე პრობლემას არ აღიარებს, სიტყვითა და საქმით ერთობას შეუძლებელს ხდის და პარტიას ანგრევს”, – აცხადებენ ახლა უკვე პარტიის ყოფილი წევრები.

კომენტარები