ჭიათურაში, “საშევარდნოს” კლდეზე, ქალაქზე გადმოსახედის კეთილმოწყობილ სივრცეში ვანდალური ფაქტი მოხდა.
დაზიანებულია დეკორატიული სანათები, ჩამსხვრეულია სანათის შუშები, გატეხილია ძელსკამები და სანაგვე ურნები, რომლებიც გადაყრილია ხევში. დაზიანებულია კვების ბლოკი, რომელიც სკვერში ელექტროენერგიის მიწოდებასა და განათებას უზრუნველყოფს.
ასევე, გამოირთო ქალაქის თავზე დამაგრებული მეტალის კონსტრუქციის წარწერა – “ჭიათურა ჩემი სიამაყეა”.
მწყობრიდან გამოსულია სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი ბლოკები და წაღებულია აპარატურასთან დაკავშირებული ყველანაირი ტექნიკური აღჭურვილობა.
ჭიათურის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, მომხდარი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
კომენტარები