ჭიათურის მერიამ კვებაზე სამ თვეში 16,750 ლარი დახარჯა. 14-კაციანი სუფრა გაშალეს ფეხბურთის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ვახშამზე ბიუჯეტიდან 1,300 ლარი დახარჯეს. ასევე ხალხის ფულით, ბიუჯეტიდან გაუმასპინძლდნენ ფეხბურთელ ზურაბ წერეთლის მემორიალური დაფის გახსნაზე მოსულ სტუმრებსაც.
ინფორმაციას “აი, ფაქტი” ავრცელებს”.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ორი უბნის მცხოვრებლები რამდენიმე დღეა, სახლებს ცლიან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფელში 15-მდე სახლი მიწამ ჩაიტანა. ამდენივე სახლის კედლები კი დაბზარულია და ნაგებობის ბინადრები დანგრევის მოლოდინში არიან. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა და ღობეებიც გადაწვა.
კომენტარები