მთავარიახალი ამბებისლაიდი

ჭიათურის მერიის მაღალჩინოსანი დამლაგებელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

ჭიათურის მერიის მაღალჩინოსანი დამლაგებელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა

ჭიათურის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ სპარტაკ კობახიძემ სამსახურის თანამშრომელ ქალს სცემა.

მედეა მოდებაძე სამსახურში ამბის გასარკვევად მას შემდეგ მივიდა, რაც შეიტყო, რომ ის იანვრიდან შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ. დეტალების გასარკვევად მერიის შენობაში მისვლის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარის შემდეგ თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

“გაიღო კარი და შემოვიდა კაცი ჩემთვის უცნობი, წამოვიდა შეგნებულად, სადაც ვიჯექი და მითხრა, „აქ რატომ ზიხარ შენ“. მომექცა ძალიან უხეშად, დამავლო ხელი, მე ვუთხარი არაფერს ვაშავებ, რა გინდა ჩემთანთქო. მიჯიკავა ხელი და გამომაგდო გარეთ. ასე მითხრა კაპანაძის მოადგილე ვარო“,- განაცხადა მედეა მოდებაძემ.

დაზარალებული მედეა მოდებაძე პოლიციის განყოფილებაში გუშინ იმყოფებოდა. მას გამოკითხვაზე სავარაუდოდ, დღესაც დაიბარებენ.

 

კომენტარები