მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, სოფელში მეწყრული პროცესებია დაწყებული.

მათივე თქმით, “ჯორჯიან მანგანეზის” ქვეკონტრაქტორი კომპანიების ქმედებების გამო მეწყრული პროცესები დაჩქარდა.

“დაიწყო მიწის მასის ჩაშლა ხევში, სადაც ჩამოედინება პატარა მდინარე, რომელიც მალე უკვე გადაიკეტება, რაც პრობლემას შეუქმნის მინიმუმ სოფელ ზოდს და კიდევ რამდენიმე სოფელს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.

კომენტარები