ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ.
მოსახლეობის განცხადებით, სოფელ ზოდში “ჯორჯიან მანგანეზის” სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა მეწყრული პროცესები და რიგ შემთხვევებში დაზიანდა გზა და საცხოვრებელი სახლები.
ასევე, მანგანუმის მოპოვების ადგილები მიტოვებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე პირუტყვსაც.
კომენტარები