ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობი თამაზ ფანჩულიძე გარდაიცვალა.
თამაზ ფანჩულიძე თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჭიათურის თეატრში მოღვაწეობდა. მან, 1983 წლიდან 2023 წლამდე, არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა.
“ჭიათურის სახელმწიფო თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ძალიან კარგი და ყველასათვის საყვარელი ადამიანის, თეატრის მსახიობის თამაზ ფანჩულიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს” – ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო პანაშვიდი ჭიათურის სახელმწიფო თეატრის შენობაში 14 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები