მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭორვილაში ადგილობრივებმა კრიტიკული მედიის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 

ჭორვილაში ადგილობრივებმა კრიტიკული მედიის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ადგილობრივებმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

სოფელში შეკრებილები კრიტიკული მედიის ოპერატორს ხელით შეეხნენ და მიკროფონი წაართვეს.

მომხდარს ადგილზე სამართალდამცველები თვალს ადევნებდნენ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.

ოპერატორი ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა დაიცვეს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებული შუქრუთელები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას აპირებდნენ, რათა მისთვის დახმარება ეთხოვათ, თუმცა ჭორვილელებმა ისინი სოფელში არ შეუშვეს, რის შემდეგაც დაზარალებულები შუქრუთში დაბრუნდნენ.

ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის დახმარება ეთხოვათ.

კომენტარები