ჭყვიში – სოფელი იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის თემში. მდებარეობს მდინარეების რიონისა და ყუმურის შეერთების ადგილას. ზღვის დონიდან 60 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი.
წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში ჭყუშერის, ჭყუშის სახელით და შედიოდა მიქელაძეების სათავადოში. XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში.
სოფელში იდგა უფლის ჯვარცმის, ღვთისმშობლის შობის, წმინდა გიორგის, წმინდა მთავარანგელოზთა და კოსიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიები.
ჭყვიშში დაიბადნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. სოფელში არის მათი სახლ-მუზეუმი. სოფელში ყოველწლიურად იმართება “გალაკტიონობა“ და “ტიციანობა“. სოფელში აგრეთვე დაიბადა სასულიერო მოღვაწე, დიდსქემოსანი მღვდელ-მონაზონი სიმონი (ბაღდავაძე), ათონის ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერების მეთაური.
კომენტარები