მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხათუნა არველაძემ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ორი ინიციატივის შესახებ ისაუბრა

ხათუნა არველაძემ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ორი ინიციატივის შესახებ ისაუბრა

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  ხათუნა არველაძემ  საკრებულოს სხდომაზე ორი ინიციატივა გააჟღერა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ  საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარედ  საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე სიჩქარის შემაფერხებელი  ბარიერები დამონტაჟდეს.

მეორე ინიციატივა კი,  მოსწავლეებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტში ფასზე შეღავათს გულისხმობს.

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხათუნა არველაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აღნიშნული ინიციატივები გათვალისწინებული იყოს, რაც  მოზარდების გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.

კომენტარები