მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულთან მეწყერის შედეგად რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

ხარაგაულთან მეწყერის შედეგად რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

“საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სადგურ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მისივე ცნობით, ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი.

“მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება.

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“, – აცხადებენ რკინიგზაში.

კომენტარები