მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ხარაგაულის მერიამ 6 თვეში 43 662 ლარის საწვავი დახარჯა

ხარაგაულის მერიამ 6 თვეში 43 662 ლარის საწვავი დახარჯა

ხარაგაულის მერიამ მიმდინარე წლის 6 თვეში 43 662.89 ლარის საწვავი გახარჯა.

საწვავის ხარჯებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ გახარჯული იქნა 15484.12 ლიტრი ბენზინი, რაშიც 41276.66 ლარი დაიხარჯა და ასევე 2386.23 ლარის ღირებულების 851.86 ლიტრი დიზელი.

“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის  მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად, რაზე და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები