მორიგი წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტი იმერეთში – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში გზა ჩაინგრა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე ბეტონის გზა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის დააგო, მაგრამ სანიაღვრეების გარეშე გააკეთეს, რის გამოც გზა ჯერ დეფორმირდა, შემდეგ კი ჩაინგრა.
ადგილობრივების თქმით, ავტომობილები ადგილზე რისკის ფასად გადაადგილდებიან.
მოსახლეობის თქმით, თანხა გამოიყო, სამუშაოები შესრულდა, ხელისუფლებამ ფოტოები გადაიღო, თუმცა ადგილობრივებმა სარგებელი ვერ მიიღეს.
“სოფელს არ ჰყავს პატრონი, არც ვიცით ადგილობრივი დეპუტატი, არც ვიცით რაიონის დეპუტატი ვინაა, არ ვიცით რაიონის ხელმძღვანელობა ვინ არის. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ეს ერთი კი არაა, ასეთი არის მრავალი. არ აქვს სანიაღვრეები, არ აქვს არავითარი დამცავი საშუალება. მეორე უბანში სასაფლაო გვენგრევა. წელიწადზე მეტია, ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოვითხოვეთ რამდენიმეჯერ, არავინ არაფერს არ გვიკეთებს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები