ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში ზარალს ითვლიან.
ჯერჯერობით უცნობია სოფელში მომხდარი სტიქიის ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარემ დაანგრა და წაიღო 6 ხიდ-ბოგირი. სოფლის ცენტრალური გზა დაფარული იყო ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა-ღორღით.
რამდენიმე ადგილზე საავტომობილო გზას გამოცლილი აქვს მიწა.
წყლის დინებამ წაიღო ერთი ავტომობილი, ასევე დახოცა შინაური ფრინველი და ცხოველი.
კომენტარები